ქარელში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას საპატრულო პოლიციის 2 თანამშრომელი ემსხვერპლა.
შემთხვევა დღეს, 17 მაისს გამთენიისას მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გაჩერებულ საპატრულო ეკიპაჟს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი შეეჯახა.
პოლიციელები ადგილზე დაიღუპნენ.
გავრცელებული ცნობით, მძღოლი დაკავებულია.
„ფორტუნა“ დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.
ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.