LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარელს უწყვეტი წყალმომარაგება ექნება

86

ქარელში წყალმომარაგების სისტემას სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება. პროექტის ფარგლებში მოეწყო წყლის მაგისტრალური მილსადენი თავისი განშტოებებით (ჯამური სიგრძით 4890მეტრი).

ამჟამად წყალსადენი ქსელის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია და რეზერვუარის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ქარელის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წლის მაისში დაიწყო და მიმიდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება.

პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს და მისი ღირებულება 2 მლნ 500 ათასი ლარია.

ქარელის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე წყალი 10 საათიანი გრაფიკით მიეწოდებოდა.

სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსახლეობა 24 სთ-იანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები