ქარელის მუნიციპალიტეტში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, 60 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ სამწევრისში მკვლელობა შემთხვევითი გასროლის შედეგად იმ დროს მოხდა, როდესაც მამაკაცი სათევზაოდ იმყოფებოდა.
გავრცელებული ცნობითვე, მამაკაცს, სანადიროდ მყოფმა ასევე 60 წლამდე ასაკის პირმა შემთხვევით ესროლა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყების ცნობითვე, ბრალდებული დაკავებულია.