რუისთან მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 1 კი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით რამდენიმე მანქანა ერთმანეთს შეეჯახა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც მძღოლის მიერ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.