LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარდი ბი ახალი დისკის გამოშვებას წლის ბოლომდე გეგმავს

130
Untitled

ქარდი ბის სადებიუტო სტუდიური ალბომის – Invasion of Privacy გამოსვლიდან, 6 აპრილს 6 წელი გავიდა. დაპირებების მიუხედავად, 31 წლის რეპერს მას შემდეგ ახალი დისკი არ გამოუშვია, თუმცა ახლახან მან გულშემატკივრებს სასიხარულო ინფორმაცია გაუზიარა. ამერიკელი ჰიპ-ჰოპ შემსრულებლის თქმით, მისი მომავალი მუსიკალური პროექტი მზადებაშია და ის დღის სინათლეზე წლის ბოლომდე გამოჩნდება.

,,ის ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც ყველა ელოდება,” – აღნიშნა ექსცენტრიკულმა არტისტმა.

ცნობისთვის, 15 მარტს Cardi B-იმ 2021 წლის ჰიტის – Up შემდეგ, პირველი სოლო სინგლი – Enough (Miami) გამოუშვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები