„ქამელეონი როკ-მუსიკაში“ – ასე იცნობს მსოფლიო დევიდ ბოუის, რომელმაც შემოქმდებითი აქტივობის 50 წლის განმავლობაში იმიჯი არაერთხელ შეიცვალა. ამის მიუხედავად, მისი მუსიკა, მისი სტილი მაინც ტოვებდა ერთ, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ ხელწერას.
ჩვენ მას ვიცნობთ როგორც დიდი მუსიკოსს, თუმცა, ამის პარალეურად, ის გახლდათ არაჩვეულებრივი პროდიუსერი, მსახიობი და მხატვარი. მის ფილმოგრაფიაში 20-ზე მეტი კინოსურათია, თავისი ალბომების გარეკანის დიზაინი კი, მეტწილად სწორედ მას ეკუთვნის.
ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ფსევდონიმი დევიდ ბოუი მუსიკომა ჯერ კიდევ კარიერის დასაწყისში შეარჩია. ამის მიზეზი კი მისი ნამდვილი გვარი, ჯონსი იყო. იმ დროს პოპულარული ჯგუფის The Monkees-ის ვოკალისტი ასევე დევიდ ჯონსი გახლდათ, ამიტონ ბოუიმ გადაწყვიტა, გაუგებრობებისთვის თავი აეცილებინა.
ყველამ ციის, რომ დევიდ ბოუის სხვადასხვა ფერის თვალები აქვს. დიდი ხნის მანძილზე ბევრს სჯეროდა , რომ ამის მიზეზი გენეტიკური დაავადება იყო. სინამდვილეში მუსიკოსს ცისფერი თვალები ჰქონდა, გუგების გაფართოება კი 15 წლის ასაკში მიღებული ტრავმის ბრალია, როცა ის თანატოლს გოგონას გამო ეჩხუბა.
სხვათა შორის, ბოუი აქტიურად იცავდა ადამიანის უფლებებს, ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკიდან. 60-იან წლებში ის გრძელი თმების გამო არაერთხელ გამხდარა საზოგადოების მხრიდან დიდი აგრესიის მსხვერპლი. ამის გამო უკვე ცნობილმა მუსიკოსმა გრძელთმიან მამაკაცთა დაცვის ორგანციზიაც კი შექმნა.
მრავალწლიანი კარიერის მანძილზე მისი ალბომები 140 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა, ის 100 ყველა დროის ყველაზე დიადი არტისტების სიაში მეშვიდე ადგილს იკავებს.
ბოუის ჰქონდა აკვიატებული ჩვევებიც, მაგალითად ის არანორმალურად ხშირად იცვლიდა ტანისამოსს. სადილისთვის ის მუდამ სხვა სამოსში იყო გამოწყობილი, რადგან თვლიდა, რომ დილის მერე, სამოსი გაჭუჭყიანდებოდა.
დევიდს ყავდა ძმა, რომელიც შიზოფრენიით იყო დაავადებული. ძმის თვითმკვლელობამ უდიდესი დაღი დაასვა მის პირად და შემოქმედებით ცხოვრებას.
დევიდი 2016 წელს, 69 წლის ასაკში დაიღუპა. გარდაცვალების მიზეზი ონკოლოგიური დაავადებაა, რომელსაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ებრძოდა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მუსიკოსმა ბოლო ალბომი Blackstar გამოუშვა. იმავე წელს, როდესაც ბოუი გარდაიცვალა, მისი თმის ლოკონი აუქციონზე 19 ათას დოლარად გაიყიდა.