LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალზე ძალადობის ბრალდებით ხაშურში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

73
დაკავება-1

ქალის მიმართ სექსუალური ხასიათის იძულებისა და მასზე ძალადობის ბრალდებით, ხაშურში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

ინფორმაცია „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების განცხადებით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 139 და 126 მუხლებით, რაც სექსუალური ხასიათის იძულებას და ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი ბიზნესმენია.

ცოტა ხნის წინ, დაკავებულს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მასთან თანაცხოვრებაში მყოფი, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ძალადობას ახორციელებდა და აიძულებდა მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 21 ნოემბერს დააკავეს, მას ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ სქესობრივი კავშირის იძულების, ძალადობის და ფსიქოლოგიური იძულების ფაქტებზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფრომაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები