Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ქალთა ნაკრების მეკარეს იტალიაში იწვევენ – ვინაა გოგონა, რომლითაც იტალიის საფეხბურთო ლიგა დაინტერესდა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალთა ნაკრების მეკარეს იტალიაში იწვევენ – ვინაა გოგონა, რომლითაც იტალიის საფეხბურთო ლიგა დაინტერესდა

218
ქალთა ნაკრები

ქართული ქალთა ფეხბურთში ჯერ კიდევ სამოყვარულოდ მიიჩნევა. მიუხედევად ამისა, აღსანიშნავია, რომ ქართველ ფეხბურთელ ქალებს იტალიაში მანამდეც უთამაშიათ, თუმცა საერთაშორისო ტრანსფერი არასდროს განხორციელებულა.

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მეკარემ თათია გაბუნიამ იტალიური კლუბისგან ოფიციალური მოწვევა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

ეს ქართულ ქალთა ფეხბურთში პირველი პრეცედენტია.

გაბუნია საქართველოს ნაკრებისა და ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“ მეკარეა. 21 წლის მოთამაშე ჩოხატაურელია, „ლანჩხუთში“ დურმიშხან ჩხაიძემ ჩაიყვანა და გაზარდა, ეროვნულ ნაკრებში კი ორი წლის წინ ლევან ბაჯელიძემ დააწინაურა და მას შემდეგ პირველი მეკარის სტატუსით სარგებლობს.

შევიტყვეთ, რომ თათია გაბუნიას ევროპაში ერთ-ერთ გამორჩეულ იტალიურ საფეხბურთო ლიგაში, ქალთა ფეხბურთში არსებული პირობების გათვალისწინებით, საკმაოდ კარგ პირობებს სთავაზობენ.

ახლა ყველაფერი დამოკიდებულია „ ლანჩხუთზე“, რომელმაც ეს ნიჭიერი მეკარე აღზარდა.

აღსანიშნავია, რომ გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძვის და მეკარეს გაშვებას არ ჩქარობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები