1 ოქტომბერს ქუთაისში სასტუმრო „ბესტ ვესტერნში“, პროექტის „ საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ფარგლებში, მესამე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც დასავლეთ საქართველოში მომუშავე ქალი მეწარმეები დაესწრნენ.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ინიცირებულ პროექტს, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ახორციელებს. პროექტის ფარგლებში 50 მეწარმე ქალი შეირჩა.
პროექტის ფარგლებში ქალ მეწარმეთა მთავარ გამოწვევად განათლება და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა რჩება. შესაბამისად, შერჩეული მონაწილები ბიზნესის განსავითარებლად ცოდნისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს გაივლიან.
პროექტის ფარგლებში, მესამე სამუშაო შეხვედრზე ბენეფიციარებმა მოტივაციის ასამაღლებელი ტრენინგი გაიარეს, რომელსაც ანდრო დგებუაძე უძღვებოდა.
ასევე, პროექტის ფარგლებში ფერმერთა ასოციაცია დამწყებ ქალ მეწარმეებთან ერთად, დიდ შემდგარ კომპანიებთან იმუშავებს, რომლებიც ბენეფიციარებს ხელს შეუწყობენ გაფართოვდნენ და გაზარდონ თავიანთი გაყიდვები. პროექტი ორწლიანია. წლის ბოლოსთვის კი, ბორდი 25 მონაწილეს ბიზნესის გაფართოების მიზნით დაფინანსებას გამოუყოფს.