LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალს შეუყვარდა დიჯეი, რომელმაც მის ქორწილში დაუკრა

246
PRI-86531196

მეგან უილისმა მარკ სტოუნი მაშინ გაიცნო, როცა ჯერ კიდევ საქორწილო სამზადისში იყო. იმ მომენტში, მომავალი პატარაძალი ვერც კი წარმოიდგენდა , რომ მასზე 23 წლით უფროსი  დიჯეი შეუყვარდებოდა.

ერთი წლის შემდეგ კი, როცა ქალს ქორწინებაში გარკვეული სირთულეები შეექმნა, დიჯეი მარკთან კონტაქტზე ისევ გავიდა. მათ დაიწყეს ერთმანეთთან უწყვეტი მიმოწერა.

როგორც მეგანი ყვება, მისი ქმარი კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანი აღმოჩნდა და ყურადღებას საერთოდ არ აქცევდა.

„მარკთან საუბარმა და ურთიერთობამ მართლაც დამარწმუნა იმაში, რომ ჩემს ქმარს ყურადღებაზე არ უნდა ვეხვეწო. მიუხედავად იმისა, სულელური იყო , თუ სერიოზული ჩვენი ჩატი, ჩვენ ამით ორივე ვტკბებოდით“- ამბობს მეგანი.

მეგანი ამბობს, რომ მათ ურთიერთობას ყველა სკეპტიკურად უყურებდა, რადგან დიჯეი მარკსა და მეგანს შორის  დიდი ასაკობრივი სხვაობაა. მეგანი 26 წლისაა , მარკი კი 49-ის.

მეგანთან ყოფნის სურვილით, იმავე პერიოდში დიჯეიც დაშორდა მეუღლეს. მას 22 წლის ვაჟი და 20 წლის გოგონა ჰყავს.

„ჩვენ ნამდვილად არ გვაინტერესებს რას ამბობს ხალხი. ჩვენ ბედნიერები ვართ და ეს გულწრფელი გრძნობაა. სიყვარული, სიყვარულია. არასოდეს შეგრცხვეთ იმის, თუ ვინ გიყვართ. არასოდეს დამალოთ თქვენი სიყვარული. ეს არის ყველაზე საოცარი გრძნობა – იცხოვრო სიყვარულით“ – ამბობს მეგანი.

წყვილი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია. მათ საერთო ინსტაგრამ გვერდი აქვთ. იმისთვის, რომ ასაკთან დაკავშირებით არსებული სტიგმა დაარღვიონ, ყველას აჩვენებენ , რომ ერთად უბედნიერესები არიან.

https://www.instagram.com/p/B27Lh5YHFpE/

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები