LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალს სამი ქმარი ერთდროულად ჰყავდა და მაშინ გამოიჭირეს, როცა მეოთხესაც გაჰყვა ცოლად

117
Screenshot 2024-01-09 140003

ინდოეთში ახალგაზრდა ქალს სამი ქმარი ჰყავდა და მაშინ გამოიჭირეს, როცა მეოთხე ქორწილიც გადაიხადა. უცნაურ ისტორიას News9Live ავრცელებს.

კარნატაკას შტატის მკვიდრმა, სახელად პრაშანტმა დეკემბრის ბოლოსთვის პოლიციას მიმართა და დაკარგული ცოლის მოძებნა სთხოვა. კაცი ამბობდა, რომ მისი მეუღლე მშობლების სახლში წავიდა, შემდეგ მოწერა, რომ ორსულად იყო და კავშირზე აღარ გამოდიოდა.

პოლიციაში განცხადების დაწერის შემდეგ მამაკაცი სოცქსელებში თავისი ცოლის ფოტოებს გადააწყდა, ოღონდ ეს ფოტოები სხვა მამაკაცთან ქორწილის დროს იყო გადაღებული. გაირკვა, რომ ქალი სხვას გაჰყვა ცოლად. მისმა ერთმა მეგობარმა კი აღიარა, რომ ის კიდევ ორჯერ იყო დაქორწინებული. ქალი ყველა ქმარს სხვადასხვა სახელით ეცნობოდა და მამაკაცებმა ერთმანეთის არსებობის შესახებ არაფერი იცოდნენ.

ამჟამად ნაწყენი ქმრები ქალის კანონის ძალით დასჯას ითხოვენ და დიდი იმედი აქვთ, რომ ის ვეღარავის მოატყუებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები