LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალს მხოლოდ მაშინ შეუძლია იამაყოს, როცა იტალიელი თაყვანისმცემელი, ბრიტანელი ქმარი და ფრანგი საყვარელი ჰყავს – კეტრინ ჰეპბერნის ცნობილი გამონათქვამები

12603
კეტრინ ჰეპბერნი

კეტრინ ჰეპბერნი, რომელიც 60 წელი ითვლებოდა ჰოლივუდის წამყვან მსახიობად, ამერიკული კინოაკადემიის ნამდვილი რეკორდსმენია, რადგან ჯერ ვერავინ შეძლო მისი რეკორდის დაძლევა – „ოსკარის“ 12 ნომინაციის და 4 პრემიის მოპოვება.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ კეტრინ ჰეპბერნის ცნობილ ფრაზებს:

ყველა წესის გათვალისწინება – ყველა სიამოვნებაზე უარის თქმას ნიშნავს.

ულამაზო ქალებმა ყველაფერი იციან კაცებზე, ლამაზი ქალები კი, საკუთარ თავს იცნობენ კარგად და იციან, რომ ნებისმიერ კაცს მოხიბლავენ.

ჩემთვის სულერთია რას ამბობენ ჩემზე, მთავარია ტყუილი არ თქვან.

მტრები – სტიმულია, მათი წარმატება – საუკეთესო მოტივაცია.

ამბობენ, თითქოს ასაკის მატებასთან ერთად ადამიანი სულ უფრო საინტერესო ხდება. სინამდვილეში, ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანი ან ნებისმიერ ასაკში საინტერესოა, ან ნებისმიერ ასაკში უინტერესო.

ქალს მხოლოდ მაშინ შეუძლია იამაყოს, როცა იტალიელი თაყვანისმცემელი, ბრიტანელი ქმარი და ფრანგი საყვარელი ჰყავს.

ადამიანების უმეტესობა, ვინც სწრაფად აღწევს წარმატებას, ყოველთვის ეჭვობს – მართლა დაიმსახურა აღიარება თუ უბრალოდ ბედმა გაუღიმა.

თუ ყოველთვის იმას გააკეთებ, რაც გსიამოვნებს, სულ ცოტა ერთი ადამიანი მაინც იქნება ყოველთვის ნასიამოვნები?

სიყვარული – ყველაფრის უანგაროდ გაცემის სურვილია და არა ყველაფრის ხარბად მიღების.

თუ დარწმუნებული ხარ, რომ ბევრი მამაკაცის აღფრთოვანებულ მზერას ერთის მუდმივი ბუზღუნი გირჩევნია, დაუფიქრებლად გათხოვდი.