LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალს „გრავიტაციაზე ალერგია“ აქვს და ამიტომ ვეღარ დადის

53
Captu4

28 წლის ლინდსი ჯონსონი მუდმივად გონებას კარგავდა და ამის გამო ფაქტობრივად სიარული დაავიწყდა. Metro-ს ინფორმაციით, ქალის უცნაური მდგომარეობის მიზეზი არითმია გახდა.

დაავადების პირველი ნიშნები – მუცლისა და ზურგის არეში ტკივილი, ქალს 2015 წლის ოქტომბერში დაეწყო. შემდგომი წლების განმავლობაში მისი მდგომარეობა გაუარესდა. ამერიკელი გონებას კარგავდა ყოველთვის როცა სიარული ან უბრალოდ დახრა უწევდა.
2022 წლის თებერვალში მრავალრიცხოვანი გამოკვლევების შემდეგ დადგინდა, რომ ქალს „გრავიტაციაზე აქვს ალერგია“. ყოველ შემთხვევაში ჯონსონი თავის მდგომარეობას ასე აღწერს. საქმე ისაა, რომ სხეულის მდგომარეობის ცვლილება გულის ცემის მკვეთრ ცვლილებას იწვევს და ცნობიერების დაკარგვის მიზეზიც ეს ხდება.

ამჟამად ქალს 3 წუთზე მეტი ხნით დგომა არ შეუძლია, ის ვეღარ გამოდის სახლიდან და ფაქტობრივად მუდმივად ჰორიზონტალურ მდგომარეობაშია. ლინდსი მხოლოდ საჭმელად ან შხაპის მისაღებად დგება.

ამერიკელი მრავალრიცხოვან ანტიბიოტიკებს იღებს, რათა გულის მუშაობა შეანელოს. მიუხედავად იმისა, რომ გონების კარგვის მაჩვენებელმა იკლო და ქალიც თავს თითქოს უკეთ გრძნობს, ნორმალური ცხოვრებით ტკბობა მას ჯერ კიდევ არ შეუძლია.

ლინდსი თავის მდგომარეობას შეეგუა და ახლა მხოლოდ ის სურს, რომ კერძო სახლში გადავიდეს, რათა ჰაერზე მეტი დროის გატარება შეძლოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები