Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ქალს 6 დღის ბავშვი ჩემოდანში ჰყავდა დამალული, ის აეროპორტში დააკავეს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალს 6 დღის ბავშვი ჩემოდანში ჰყავდა დამალული, ის აეროპორტში დააკავეს

325
BABY BAG

ამერიკელი ქალი ფილიპინებში 6 დღის ბავშვის გადაყვანას არალეგალურად, ჩემოდნით ცდილობდა. ამის შესახებ CNN წერს.

ფილიპინების საემიგრაციო ბიუროს წარმომადგენელი ამბობს, რომ ამის შესახებ შეტყობინება დილის 6:20 საათზე მიიღო. საუბარია 43 წლის ქალზე, რომელიც მანილას აეროპორტში გადაადგილდებოდა ჩანთით, სადაც ბავშვი იყო მოთავსებული.

“სი ენ ენს” განუცხადეს, რომ ბავშვი სულ რაღაც 6 დღისაა.
საიმიგრაციო სამსახურში ამბობენ, რომ ქალი მარტო იყო და მხოლოდ თავისი პასპორტი ჰქონდა. აეროპორტის თანამშრომლებმა ჩანთის ზომას მიაქციეს ყურადღება და იქ ბავშვი აღმოაჩინეს.
ქალი ამტკიცებდა, რომ ის ბავშვის დეიდაა, მაგრამ ამის დამადასტურებელი საბუთი არ გააჩნდა.
გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები