LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალმა ყოფილის ქმრის ფულით განქორწინება გრანდიოზულად აღნიშნა

113
865876

ბრიტანელმა ქალმა და მისმა მეგობრებმა ყოფილი ქმრის ფულით გრანდიოზული წვეულება მოაწყვეს, რათა განქორწინება ღირსეულად აღენიშნათ. ამის შესახებ Bristol Post წერს.

წვეულება ესპანეთში, ქალაქ მალაგას სიახლოვეს მდებარე სასახლეში გაიმართა. ქალმა 20 დაქალი დაპატიჟა. თითოეულ სტუმარს მოუწყო ფოტოსესია, დაახვედრა უგემრიელესი ვახშამი და საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქრებიც დაურიგა.

ეს ყველაფერი ბრიტანელს 250 ათასი ფუნტი სტერლინგი დაუჯდა, თანხა რომელიც ყოფილმა ქმარმა ალიმენტის სახით გადაუხადა.

წვეულების პროგრამის მთავარი ნაწილი გახდა გულის ფორმის ნამცხვარი, რომელიც 1,5 მეტრის სიგრძის იყო. ამ ნამცხვართან ერთად სტუმრებს დაურიგეს შაქრისგან დამზადებული გულები, რომლებშიც სხვადასხვა წინასწარმეტყველებები იყო განთავსებული.

როგორც განქორწინებული ქალი ამბობს, წვეულება ეს იყო საუკეთესო გზა ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყებად და იმის შესახსენებლად თუ რამდენად ფასეული არიან მისი ახლო მეგობრები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები