კანადაში, პროვინცია ახალ შოტლანდიაში მცხოვრებმა ქალმა ლატარიაში დაახლოებით 4 მლნ აშშ დოლარი მოიგო და ამტკიცებს, რომ მომგებიანი ციფრების კომბინაცია 1989 წელს სიზმარში ნახა.
დეკემბერში ოლგა ბენომ 5.3 კანადური დოლარი მოიგო. ბენო უკვე 27 წელია მუდმივად ყიდულობს ლატარიის ბილეთებს და ციფრების ერთსა და იმავე კომბინაციას წერს, რომელიც, მისი თქმით, 1989 წლის მაისში სიზმარში ნახა.
„ციფრები ზეპირად ვიცი, როდესაც გამოაცხადეს მომგებიანი ციფრები, მომეჩვენა, რომ ჩემი კომბინაცია იყო, თუმცა ძალიან ცუდად ვხედავ და გადავწყვიტე, რომ მომეჩვენა,“ – განაცხადა ბენომ.
მომდევნო დღეს ის ტელეფონზე დას ელაპარაკებოდა და გაზეთს ფურცლავდა, ბოლო გვერდზე კი მისთვის ნაცნობი ციფრები აღმოაჩინა.
დაახლოებით 10 წლის წინ ოლგა ბენოს სიმსივნე აღმოაჩნდა. დაავადებასთან ბრძოლისთვის მას სახლის გაყიდვა მოუხდა, რომ თერაპია დაეფინანსებინა. მოგებული ფულით გეგმავს, სახლიც იყიდოს.