LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალმა სასამართლოში უჩივლა კაცს, რომელიც პაემანზე არ მივიდა. მორალური ზიანის ასანაზღაურებლად დაზარალებული 10 ათას დოლარს ითხოვს

94
Capture

ამერიკელმა ქალმა უჩივლა მამაკაცს, რომელთან ერთადაც პაემანზე უნდა წასულიყო, ის კი არ მივიდა. ქეშონთე შორთი მიიჩნევს, რომ მას ემოციური სტრესი განზრახ მიაყენეს და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 10 ათას დოლარს ითხოვს. უჩვეულო სასამართლო პროცესს გამოცემა Lad Bible აშუქებს.

მოპასუხე რიჩარდ ჯორდანია და ის ძალიან გაოცებული დარჩა, როდესაც სასამართლოსგან სარჩელი მიიღო. მამაკაცი დარწმუნებული იყო, რომ ამ საქმის განხილვა საერთოდ არ დაიწყებოდა. 10 ათასი დოლარის გადახდასაც ის საკმაოდ სკეპტიკურად უყურებს.
შორთი კი ირწმუნება, რომ ჯორდანი მას პაემანზე მისვლას დაჰპირდა, იმედი მისცა და შემდეგ არ მივიდა. ამიტომ აუცილებლად უნდა დაისაჯოს.

ასეა თუ ისე, წყვილი ერთმანეთს მაინც შეხვდება, მათი „პაემანი“ სასამართლოს დარბაზში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები