LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალმა საკუთარი მშობიარობა ფოტოკამერით გადაიღო

832

კალიფორნიელი ფოტოგრაფი ლაიზა რობინსონ-უორდი, ძირითადად, საქორწინო ფოტოებსა და პორტრეტებს იღებს, თუმცა გასულ წელს, როდესაც ორსულად იყო, გადაწყვიტა, საკუთარი მშობიარობა გადაეღო.

ორსულობა მისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა, თუმცა სასიამოვნო. რობინსონ-უორდსა და მის ქმარს 9 წლის შვილი ჰყავთ და მას შემდეგ მუდმივად ცდილობდნენ, კიდევ ერთი შვილი გაეცინათ, თუმცა ლაიზა ვერ ორსულდებოდა, 2-ჯერ კი ნაყოფი ვერ შეინარჩუნა. საბოლოო ფეხმძიმობამ კი წარმატებით ჩაიარა და გოგონა, ანორა, ახლა 6 თვსიაა.

ლაიზა ფიქრობდა, რომ მშობიარობის გადაღება ფოტოაპარატით დაეხმარებოდა, მშვიდად ყოფილიყო და ტკივილს გამკლავებოდა.

„არ ვიცოდი, შევძლებდი თუ არა ფოტოების გადაღებას,“ – აღნიშნავს ლაიზა.

მან შეძლო. ფოტოების სერია ასახავს, როგორ ჩაიარა მშობიარობამ სამშობიაროში მიყვანის მომენტიდან.

1

მშობიარობა შუაღამისას დამეწყო, სასწრაფოდ აივიღეთ ნივთები, ფოტოაპარატი, ჩავსხედით მანქანაში და წავედით კლინიკაში, რომელიც სახლიდან შორს არ მდებარეობდა. ტკივილი სულ უფრო მიძლიერდებოდა და ვიფიქრე, რომ ვერაფრით შევძლებდი ფოტოების გადაღებას.

2

ტკივილის შეტევებს შორის, ვცდილობდი გადამეღო ყველაფერი, რაც ჩემს გარშემო იყო.

3

ეპიდურალური გაუტკივარება გამიკეთეს და ტკივილი გაყუჩდა. სამშობიაროში 14 საათი ვიყავი, თუმცა დრომ სწაფად გაიარა, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ტკივილს ვეღარ ვგრძნობდი…

4

….და ნაწილობრივ იმიტომ, რომ ჩემი ქმარი ჩემს გვერდით იყო.

5

მანამდე ექიმს ვკითხე, ხომ არ იქნებოდა პრობლემა, ფოტოები რომ გადამეღო, მან თანხმობა მომცა. მაგრამ როდესაც შემოვიდა ოთახში და დამინახა, რომ ხელში კამერა მეჭირა, გაოცდა.

6

სურათებს ჭინთვების დროსაც ვიღებდი. არ მეგონა, ფოკუსი გასწორებული თუ იქნებოდა რომელიმე ფოტოზე, მაგრამ ფოტოგადაღება დამეხმარა, თავად ვყოფილიყავი ფოკუსირებული.

7

 

გავიფიქრე, რომ თუ ფოტოების გადაღებით ვიქნებოდი დაკავებული, კარგად ვერ გავიაზრებდი, რა ხდებოდა ჩემს თავს, თუმცა ტყუილად ვნერვიულობდი, ყველა  მოძრაობა და მოქმედება გააზრებული მქონდა და ვიგრძენი, როგორ გამოდიოდა ბავშვი ჩემგან.

8

როდესაც ფოტოებს ვუყურებ მახსენდება, ზუსტად რას ვგრძნობდი მაშინ.

9

ჩემმა ქმარმა გოგონა პირველად რომ დაინახა, იტირა, ის ძალიან ბედნიერი იყო.

10

ვიცი, იღბლიანი ვარ, ძალიან მარტივად ჩაიარა მშობიარობამ.

11

12

13

ჩვენი გოგონა ძალიან მარტივად გასაზრდელია, კარგად სძინავს. ის ბედნიერი ბავშვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები