LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალმა, რომელსაც მარნეულში კორნავირუსი დაუდასტურდა, მოგზაურობის ისტორია დამალა

17298
1583072696-კორონავირუსი

ქალმა, რომელსაც მარნეულში კორნავირუსი დაუდასტურდა მოგზაურობის ისტორია დამალა.

“ფორმულასთან” საუბარში „ავერსის“ კლინიკის დირექტორი ლელა კიწმარიშვილი ამბობს, რომ უარყვეს კონტაქტი ყველანაირ შესაძლო დაინფიცირებულთან და დამალეს მოგზაურობა აზერბაიჯანში. მისი თქმით ეს ამბავი შემთხვევით გაირკვა.

COVID 19-ის ბოლო შემთხვევის 86 კონტაქტი ვიცით, მაგრამ კიდევ მეტია – ამირან გამყრელიძე

კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 4 იმპროტირებული შემთხვევაა. აქედან ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

“არანაირი მწვავე რესპირატორული სინდრომი პაციენტთან გამოხატული არ იყო. ასევე უარყვეს კონტაქტი ყველანაირ შესაძლო დაინფიცირებულთან, დამალეს მოგზაურობა აზერბაიჯანში, ეს შემთხვევით გაირკვა.  კლინიკაში უკვე კარგა ხანია, არის კარანტინი და არანაირი მიმოსვლა პაციენტებთან არ ხდება. ამის შესახებ ინფორმირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი”, – აღნიშნა კიწმარიშვილმა.

მისი თქმით ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დაძმიმდა და ის თბილისში გადაჰყავთ.

22 მარტის მონაცემებით საქართველოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 54 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 1966 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 259 პაციენტი რჩება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები