“დავიღალე, აღარ შემიძლია…” – ამ სიტყვებით და ტირილით დატოვა თამთა თოდაძემ ისან-სამგორის სამმართველო.
მას მედიასთან სხვა კომენტარი არ გაუკეთებია.
გისურვებთ ტვინებში რევოლუციას, რომ მიხვდეთ, რა ცუდ საქმეში იღებთ მონაწილეობას. სირცხვილია !!!
"არ იცით, რა რთულია გაბედო და თქვა, რომ ძალადობის მსხვერპლი ხარ"
გამოკითხვა დაახლოებით ერთ საათს გრძელდებოდა.
როგორც მისმა ადვოკატმა განაცხადა, თოდაძის დედას დაუკავშირდა შუამავალი, რომელმაც საქმესთან დაკავშირებით მორიგება მოითხოვა.
“ილია ჯიშკარიანის მეგობარმა უთხრა თამთა თოდაძის დედას, იქნებ მორიგებოდნენ ამ საკითხთან დაკავშირებით. მორიგება კი გულისხმობს იმას, რომ მას საჯაროდ არ უნდა ესაუბრა და საჩივარი გამოეტანა,” – განაცხადა თამთა თოდაძის უფლებადამცველმა.
საგამოძიებო ორგანოში ამ დრომდე იმყოფება თოდაძის დედა, ხათუნა ოქროპირიძე.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს თანამშრომელი თამთა თოდაძე „ქართული ოცნების” დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს თანაშემწე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.