Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ქალმა ქმარს გასუქება აუკრძალა და წონის მატების შემთხვევაში გაყრით დაემუქრა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალმა ქმარს გასუქება აუკრძალა და წონის მატების შემთხვევაში გაყრით დაემუქრა

122
3465

ბრიტანელმა ქალმა ქმარს გასუქება აუკრძალა და დაემუქრა, რომ როგორც კი წონაში მოიმატებს მაშინვე გაეყრება. საინტერესო ისტორია Daily Mail-მა გაავრცელა.

როგორც ბრიტანელმა დააზუსტა, მისი დედამთილი ზედმეტ წონას ებრძვის და სიტუაცია იმდენად რთულია, ქალს გადაადგილებაც კი უჭირს. ქალი ქმარს ნამდვილად არ ჩაგრავს, უბრალოდ ეშინია რომ შვილი დედის გზას არ გაყვეს.

„ჩემმა ქმარმა შესაძლოა დედის გამოცდილება გაიმეოროს. ჩვენ ერთად არასდროს ვსადილობთ, ის არ ჭამს ჯანსაღ საკვებს, რომელსაც მე ვამზადებ. ის ყოველთვის მოტანის სერვისით სარგებლობს.“ – შესჩივლა ქალმა სოც-ქსელების მომხმარებლებს.

როგორც მან დაამატა, სასარგებლო საკვებს სპეციალურად ამზადებს და მაცივარი ჯანსაღი ხემსითაც სავსე აქვს, რათა ქმარი შიმშილმა არ შეაწუხოს. თუმცა, კაცი ცოლის მონდომებას აიგნორებს და მზა საკვების მომხმარებლად რჩება.

წყვილს შვილებიც ჰყავთ და სასეირნოდ ხშირად დადიან. კაცი ასეთი შემთხვევებითაც სარგებლობს და არაჯანსაღად იკვებება.
ცოლმა ქმარს არაერთხელ მიანიშნა, რომ მის ფიგურასა და ჯანმრთელობაზე დარდობდა, თუმცა უშედეგოდ. ამის შემდეგ ქალი აშკარა მუქარაზე გადავიდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები