სახალისო შემთხვევა საქველმოქმედო მატჩის მსვლელობისას მოხდა, რომელიც ისრაელის ქალაქ ჰაიფაში გაიმართა.
ერთმანეთს ბრაზილიისა და ისრაელის ლეგენდების ნაკრებები დაუპირისპირდნენ. „მილანისა“ და მადრიდის „რეალის“ ყოფილი ვარსკვლავის, კაკას გარდა, ბრაზილიელთა ღირსებას ისეთი ლეგენდარული ფეხბურთელები იცავდნენ, როგორებიც რონალდინიო, რივალდო და რობერტო კარლოსი არიან.
მეორე ტაიმის ერთ ეპიზოდში, სრულიად მოულოდნელად შეხვედრის არბირტმა ქალბატონმა კაკას ყვითელი ბარათი უჩვენა და ვიდრე გაოცებული ბრაზილიელი რაიმეს იტყოდა, მასთან სელფიც გადაიღო.
საქველმოქმედო მატჩი საბოლოოდ ბრაზილიის ლეგენდათა გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 4:2 დასრულდა.