ბრიტანეთის მკვიდრმა მომავალი მეუღლე თავის ქორწილში გაიცნო, ქორწილში სადაც სხვა მამაკაცთან ქმნიდან ოჯახს. უჩვეულო სიყვარულის ისტორიაზე Daily Mirror წერს.
2011 წელს კერი სუინტონი, რომელიც ამჟამად 46 წლისაა, ქორწინდებოდა. ცერემონიის დროს, რომელზეც 110 სტუმარი იყო მოწვეული, მან გაიცნო მარკ ტეილორი, თავისი მეუღლის მეგობარი. ტეილორი საქორწინო ფოტოებშიც კი მოხვდა.
გარკვეული დროის შემდეგ ბრიტანელის ქორწინება დასრულდა და 2015 წლის იანვარში მან გაყრის პროცედურა დაიწყო. 4 წლის შემდეგ კერი ავეჯის გადატანის სერვისს ეძებდა და ინტერნეტში ტეილორის ბიზნესს გადააწყდა. ამის შემდეგ მათ კომუნიკაცია დაიწყეს.
წყვილის ურთიერთობა სწრაფად განვითარდა და 2020 წელს მათ ერთად ცხოვრება გადაწყვიტეს.
2021 წელს ტეილორს თირკმლის უკმარისობა დაუდგინეს, საყვარელი ქალიც დაუფიქრებლად მისი დონორი გახდა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ორივე პაციენტი მალე მომჯობინდა.
ამჟამად წყვილი დანიშნულია და 2024 წელს გრანდიოზული ქორწილისთვის ემზადება.