LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალმა მეზობლის თამამი ჩაცმულობის გამო პოლიცია გამოიძახა

50
Capture

TikTok-ის მომხმარებელმა, სახელად @1mperatix თავის გამომწერებს მეზობელზე შესჩივლა – ქალმა მას თავზე პოლიცია დააყენა, რადგან ჩათვალა რომ მიუღებლად თამამად ეცვა. გოგონა კი თვლის, რომ სინამდვილეში ყველაფერი შურის ბრალია. პოპულარულ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ყურადღება New York Post-მა მიაქცია.

კადრებში შავთმიანი ქალი პოლიციას უხსნის, რომ მეზობელი მისი სექსუალურობითაა უკმაყოფილო. ის ამბობს, რომ სრული უფლება აქვს იყოს ლამაზი და საკუთარი თავი ისე გამოხატოს როგორც მოესურვება, მითუმეტეს ამას ის თავის ტერიტორიაზე აკეთებს და მეზობელი სახლების მაცხოვრებლებს ნამდვილად არ უშლის ხელს. „მე სრულად ჩაცმული ვარ. მას უბრალოდ ჩემი სტილი არ მოსწონს“, – დააზუსტა ტიკტოკერმა.

ვიდეომ 5 მილიონზე მეტი მოწონება დააგროვა და გამომწერები ორ ბანაკად გაყო. ნაწილს მეზობლის საჩივრის საერთოდ არ სჯერა. სხვები კი ვიდეოს ავტორს ურჩევენ, რომ არაადეკვატურ რეაქციებს ყურადღება არ მიაქციოს და ისე გააგრძელოს ჩაცმა, როგორც მისთვის კომფორტულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები