LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალმა ღამე ჩაძირულ ავტომობილში გაატარა და უვნებლად გადარჩა

61
florida-water-car

ფლორიდას შტატში მცხოვრები 81 წლის ქალბატონი დაიკარგა და წარუმატებელი მანევრის შემდეგ მთელი ღამის წყალში გატარება მოუხდა.

ამერიკელის უიღბლობა მისი Volkswagen Golf-ის დაამსახურებაა. ყველაფერი კი საღამოს დაიწყო, როდესაც ქალბატონი მეგობრისგან სახლში უნდა დაბრუნებულიყო. გზად მან ნავიგატორის მითითება შეცდომით გაიგო, სწორი გზიდან გადაუხვია და სანაპიროსთან აღმოჩნდა.

მოხუცმა დამუხრუჭება სცადა, თუმცა ავტომობილი დაცურდა და წყალში ჩავარდა. საბედნიეროდ, წყლის დონე ძალიან მაღალი არ იყო, ამიტომ golf მხოლოდ ნაწილობრივ ჩაიძირა. სალონში ჰაერი დარჩა, რამაც ქალს საშუალება მისცა, რომ დილამდე გაეძლო.

დილით კი ოკეანესთან მეთევზეები მივიდნენ და 911-ში სწორედ მათ დარეკეს. ადგილზე მაშინვე პოლიცია მივიდა და ავტომობილი წყლიდან ამოიყვანა. ასაკოვანი მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

https://motor.ru/news/drowned-golf-27-10-2019.htm

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები