LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალმა ათობით მილიონი დოლარი მოიპარა, გარეგნობა შეიცვალა და 25 წლის განმავლობაში მასზე არავინ არაფერი იცოდა

130
1200x801

ჩინეთის ქალაქ იუენცინის ბანკის თანამშრომელმა 3,98 მილიონი იუანი მოიპარა და პოლიციას რომ არ ეპოვა, გარეგნობა რადიკალურად შეიცვალა. ქალმა მთელი 25 წლით შეძლო გაქრობა, თუმცა ბოლოს ის მაინც იპოვეს. უჩვეულო ისტორიას Bloomberg ავრცელებს.

1997 წელს China Construction Bank-ის 26 წლის თანამშრომელმა, ჩენ ილემ საბანკო სისტემაში ხარვეზი აღმოაჩინა. შესაძლებელი იყო ჩეკზე ნებისმიერი თანხის მითითება და შემდეგ არ არსებული ფულის ბანკომატიდან მოხსნა.

ქალმა 5,66 მილიონი იუნი გამოიწერა, შემდეგ ჩემოდნით ხელში რამდენიმე ბანკომატი მოიარა და ამ თანხის დიდი ნაწილი მოაგროვა.
ქალი ხვდებოდა, რომ თან მხოლოდ თანხის ნაწილს თუ წაიღებდა, ამიტომ მეორე ნაწილი მშობლების სახლში დამალა. კიდევ 2,1 მილიონი დადო ანგარიშზე, რომლის გამოყენებაც მის და-ძმებს შეეძლოთ.

გაქცევამდე ჩენს მამამ პოლიციაში მისვლა და დანაშაულის აღიარება სთხოვა, თუმცა ბუნებრივია, თაღლითი ამას არ დაეთანხმა. მოგვიანებით მამა პოლიციაში მაინც მივიდა და დამალული ფული სრულად ჩააბარა.

ამასობაში გაქცეული მეზობელ ქალაქში გადავიდა, გარეგნობა შეიცვალა, საბუთები გააყალბა და ახალი სახელით დაიწყო ცხოვრება.

მთელი 25 წელი ის ახალი ვინაობით ცხოვრობდა, მეორე ოჯახიც შექმნა და ნათესავებთან კონტაქტს ყველანაირად ერიდებოდა.

2022 წლის დეკემბერში სამართალდამცავმა ორგანოებმა მისი პოვნა და დაპატიმრება შეძლეს. ქალს ბრალს კორუფციაში, დოკუმენტების გაყალბებასა და ქორწინებაში ყოფნის დროს ახალი ოჯახის შექმნაში სდებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები