კორონავირუსის პანდემიის გამო შემცირებული გაყიდვების შედეგად, ქალის ტანსაცმლის მწარმოებელი ქართული ბრენდი „ამამია“ სავაჭრო ცენტრ “თბილისი მოლში” მდებარე მაღაზიას ხურავს. ინფორმაცია ფილიალის დახურვასთან დაკავშირებით თავად „ამამიას“ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.
„არ გაუშვათ შანსი! ხვალ „თბილისი მოლის“ ფილიალი იხურება, ზეგ შესაძლოა გვიან იყოს…საუკეთესო შეთავაზება მაღაზია “ამამია”-სგან: 50%-მდე ფასდაკლება. თქვენი საყვარელი ბრენდი, ზომების ფართო არვევანი, საუკეთესო ხარისხი ხელმისაწვდომ ფასად“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ამამია“ ავრცელებს.
ცნობისთვის, „ამამია“ ბაზარზე 2018 წელს გამოჩნდა. კომპანია მხოლოდ ქალის ტანსაცმლის ხაზს აწარმოებს. „თბილისის მოლის“ ფილიალის დახურვის შემდეგ, „ამამია“ ბაზარზე მხოლოდ ერთი მაღაზიით იქნება წარმოდგენილი და ის „ისთ ფოინთში“ მდებარეობს.