იორდანიის ფეხბურთის ფედერაციამ მოითხოვა გამოძიების ჩატარება, რათა დადგინდეს, ირანის ქალთა ნაკრების მეკარე სინამდვილეში მამაკაცი ხომ არ არის. შესაბამისი წერილით იორდანიამ აზიის საფეხბურთო ასოციაციას უკვე მიმართა.
25 სექტემბერს, იორდანიის ნაკრები ირანთან პენალტების სერიაში დამარცხდა. სკანდალში გახვეულმა მეკარემ ორი თერთმეტმეტრიანის მოგერიება შეძლო.
ამ მატჩიდან რამდენიმე თვის შემდეგ კი იორდანიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ირანელთა მეკარის სქესის დადგენა მოითხოვა.
ირანულმა მხარემ ყველა ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში აზიის საფეხბურთო ასოციაციას ყველა აუცილებელ დოკუმენტაციას წარუდგენენ, თანაც ამას პირველივე მოთხოვნისას, დროის დაკარგვის გარეშე გააკეთებენ.