LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალი უთანაბრდება კაცს: ზაფხული დაამტკიცეს, ზამთარს დაამატეს

77

ლოზანაში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის სხდომაზე ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადის განრიგი დამტკიცდა.
თამაშებზე სპორტის 33 სახეობაში 339 სტარტი ჩატარდება. ოლიმპიადა 22 ივლისს დაიწყება, გახსნის ცერემონია 24 ივლისს გაიმართება, დახურვის ცერემონია – 9 აგვისტოს.

საფეხბურთო მატჩების განრიგს ფიფა ოქტომბერში დაამტკიცებს. ასევე გაუგებრობაა ცურვის განრიგთან დაკავშირებით. ოლიმპიადის ტრანსლაციის უფლებების მფლობელი ტელეარხი NBC საღამოს ფინალებს ითხოვს.

 

ზამთარს 6 სპორტი ემატება

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა თავის “ტვიტერზე” გამოაქვეყნა დისციპლინების სია, რომლებსაც პეკინის 2022 წლის ზამთრის თამაშების პროგრამაში შეიტანენ.

ეს სახეობებია:
– ქალებს შორის ერთადგილიანი ბობსლეი;
– შერეული ესტაფეტა შორტ-ტრეკში;
– შერეული გუნდური პირველობა ტრამპლინში;
– შერეული გუნდური პირველობა სათხილამურო აკრობატიკაში;
– შერეული გუნდური პირველობა სნოუბორდში;
– ქალებისა და კაცების პირველობები ფრისტაილის დისციპლინა “ბიგ ეირში“.

გარდა ამისა, კომიტეტმა ხაზი გაუსვა, რომ 2022 წლის ოლიმპიადა ყველაზე “გენდერულად თანაბარი” იქნება, რადგან თითქმის გათანაბრდება მედლების რაოდენობა კაცებსა და ქალებს შორის, ასევე გაიზრდება ქალი სპორტსმენების რაოდენობა.

წელს, პიონჩანგის ოლიმპიადაზე ქალებმა მედლების 44 კომპლექტი გაითამაშეს, კაცებმა – 50, შერეულ სახეობებში – რვა.
პეკინში ქალები მიიღებენ მედლების 46 კომპლექტს, კაცები – 51-ს, შერეულ სახეობებში გათამაშდება 12 კომპლექტი.

პონჩანგის ოლიმპიადაზე მონაწილეობდა 1211 ქალი (41.9 პროცენტი) და 1722 მამაკაცი (59.1). პეკინში ანალოგიური მაჩვენებელი იქნება: 1314 ქალი (45.44 პროცენტი), კაცები – 1578 (54.56).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები