ქუთაისში ტაქსით მგზავრობის მსურველ ქალებსა და წყვილებს, ტაქსის ქალი მძღოლები მოემსახურებიან. ინფრომაციას მარკეტერი ავრცელებს. იდეის ავტორების თქმით, ტაქსით მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება როგორც ტელეფონზე დარეკვით, ისე აპლიკაციით. მძღოლებს უნიფორმა ეცმევათ, მგზავრი მისთვის სასურველ მუსიკას მოუსმენს. მგზავრობის საფასურის გადახდა ბარათით იქნება შესაძლებელი.
“როგორ უზრუნველვყოფთ იმას, რომ მხოლოდ ქალებსა და წყვილებს მოემსახუროს ჩვენი ტაქსი, გვექნება დაცვის სპეციალური პროგრამა, რომლის საშუალებითაც მხოლოდ ქალები შეძლებენ 7-12 საათამდე გამოძახებას, თუმცა თუ მაინც იმგზავრებს მამაკაცი, გამომდინარე ჩვენი მენტალობიდან, მკაცრი კონტროლის ქვეშ იქნება მისი გადაადგილება“- აცხადებენ კომპანიაში.