პოლონეთში „ამნესთი ინთერნეშენალის“ აქტივისტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის დააკავეს. დაკავებული 51 წლის ქალია. ის ღვთისმშობლისა და იესოს ფოტოს ავრცელებდა, რომელთა შარავანდედი ცისარტყელას ფერებშია შეღებული. აღნიშნული ფერებშია გადაწყვეტილი ლგბტ თემის დროშაც.
დაკავებულს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაში დასდეს ბრალი. მას ორწლიანი პატიმრობა ემუქრება.
„ამნესთი ინთერნეშენელში“ მომხდარის გამო შეშფოთება გამოთქვეს. საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დანაშაულს აარ ყოფილა და აქტივისტი უკანონოს დააკავეს. ორგანიზაცია მოუწოდებს პოლონეთის ხელისუფლებას, შეწყვიტოს მშვიდობიანი აქტივისტების შევიწროება.