LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალი 3 წელიწადი ხელფასს იღებდა 16 კომპანიაში და არაფერს არ აკეთებდა

120
64f99ac78a7840001961e099

ჩინეთში მცხოვრები გუან იუე დამსაქმებლებს ატყუებდა, სხვადასხვა კომპანიებში 16 თანამდებობას იკავებდა. ამის შესახებ წერს South China Morning Post.

გუანი ერთდროულად ირიცხებოდა 16 კომპანიაში და ხელფასსაც ისაკუთრებდა, თუმცა არასოდეს არ დადიოდა სამსახურში და არაფერს არ აკეთებდა. რომ არ არეულიყო, თაღლითი სპეციალურ ჟურნალს აწარმოებდა, სადაც მიღებული პოზიციების შესახებ ყველა მონაცემს იწერდა: აფიქსირებდა მუშაობის დაწყების თარიღს, თანამდებობას და საბანკო ანგარიშს.

ქალი ჩავარდა, რადგან გადაწყვიტა, რომ თაღლითური სქემა უფრო მასშტაბური გაეხადა. 2022 წლის ოქტომბერში IТ-კომპანიამ გუანი უფროს მენეჯერად დაიქირავა და მასთან ერთად შვიდი მაღალანაზღაურებადი სპეციალისტი მის გუნდში. შთამბეჭდავი რეზიუმესა და რელევანტური გამოცდილების მიუხედავად, გუნდმა დაპირებული შედეგი ვერ აჩვენა და მათთან კონტრაქტი გაწყდა.

კომპანიის მფლობელი დაეჭვდა, რომ საქმე თაღლითობასთან ჰქონდა, როდესაც გაგდებიდან მალევე დოკუმენტები ნახა. მან პოლიციას მიმართა და შეუსაბამოებაზე განუცხადა. ქალი დააკავეს 2023 წლის იანვარში მორიგი გასაუბრების დროს.

გამოიძიეს, რომ გუან იუეს ჰქონდა მთელი კრიმინალური ქსელი, რომელიც 53 ადამიანისგან შდგებოდა. სამ წელიწადში თაღლითების შემოსავალმა დაახლოებით 50 მლნ იუანი შეადგინა. მოპარული ფულით მან მდიდრული ვილა იყიდა შანხაის პრესტიჟულ რაიონში. ახლა კი იუეს ციხე ემუქრება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები