ჯეინ ლუმ მშობლებისგან მალულად მრავალმილიონიანი ბიზნესი დაიწყო და 2 წელი მათი თავს აჩვენებდა, თითქოს ოფისში დადიოდა. 7News-ის ინფორმაციით, ქალს მშობლებისთვის იმედის გაცრუება არ სურდა.
როცა ლუ 8 წლის იყო, მისი ოჯახი ჩინეთიდან ავსტრალიაში გადავიდა. მშობლებს ძალიან უნდოდათ, რომ ის ექიმი, ბუღალტერი ან იურისტი გამხდარიყო. ოჯახის წევრების იმედების გასამართლებლად ქალმა მართლაც იპოვა მაღალანაზღაურებადი სამსახური ფინანსების სფეროში, თუმცა მალევე მიხვდა რომ ოფისში მუშაობას ვერ შეძლებდა.
ლუს არ სურდა, მშობლების წყენინება და არ აღიარებდა რომ იმას აკეთებდა რასაც ვერ იტანდა. ამის ნაცვლად, მან სამსახური დატოვა თუმცა ყოველ დილით ადრე დგებოდა, იცმევდა კოსტიუმს და არ არსებულ სამსახურში დადიოდა.
ქალმა თავისი ბიზნესის გახსნა სცადა, თუმცა წარმატების გარეშე. წლების შემდეგ მან ინტერნეტ მაღაზია შექმნა და ამჯერად ყველაფერი გამოუვიდა.
2 წლის შემდეგ დიდი მოგებაც ნახა და მშობლებს სიმართლე მხოლოდ მაშინ უთხრა. ლუმ იპოთეკური სესხის დაფარვა შეძლო და მშობლებს ახალი მანქანაც აჩუქა.