დადგენილია ტაქსის მძღოლის ვინაობა, რომელსაც თბილისში ქალებზე ძალადობაში ადნაშაულებენ – როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. თუმცა, ამ ეტაპზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე უწყებაში დეტალებზე არ საუბრობენ.
გამოძიება 125-ე მუხლით გრძელდება, რაც ცემას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე კვირის წინ მოქალაქემ მიმართა, რომლის ინფორმაციითაც, თბილისში გადაადგილდება ტაქსის მძღოლი, რომელმაც რამდენიმე ქალზე იძალადა.