LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქალებო! ნარკომან ქმართან საწოლში ყოფილხართ? გყოლიათ ნარკომანი მშობელი, შვილი, დედა, და?“

510

სოციალურ ქსელში „ფეისბუქ“-მომხმარებელი Annushka Kol ვრცველ სტატუსს აქვეყნებს ნარკომანიის შესახებ და წერს, რომ საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი, როგორი რთულია ნარკოდამოკიდებულ ადამიანთან ცხოვრება.

ის აღნიშნავს:

„არ ვიცი, რა ხდება საქართველოში… ვერ გავიგე ზუსტად, მაგრამ ვხვდები , ვხვდები, რომ ზოგი ნარკოტიკების ლეგალიზაციის მომხრეა, ზოგიც არა…

ორივე მხარესთან მაქვს კითხები:

თქვენ ნარკომანი მშობელი გყოლიათ?

შვილი? ძმა? დედა? და? მეუღლე?

თქვენ ნარკომანთან შეხება გქონიათ?

თქვენ გამოგიცდიათ ის კანკალი, როდესაც ნარკომანი ტელეფონს არ პასუხობს? წაროგიდგენიათ აზრებში, რომ ის შეიძლება სადმე ახლა სარდაფში ეგდოს ზედმეტი დოზსგან კომაში? მდგარხართ ამ კომაში მყოფი, ჰეროინის ზედმეტი დოზიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთებული ნარკომანის საწოლთან 40 დღე?

თქვენ გითევიათ ღამეები ამ ნარკომანის საწოლის გვერდზე, როცა მას ინფარქტი ჰქონდა კოკაინის ზედმეტი დოზისგან? გითრევიათ იგი ინვალიდის ეტლით? თქვენს კარზე უბრახუნებია ნარკოტიკების ბარიგების ხროვას ფულისთვის? თქვენი ნივთები გაუყიდია ნარკომანებს? სახლი? თქვენ ამ ნარკომანთან ერთად სიკვდილის თვალებში ჩაგიხედავთ თუნდაც ერთხელ?

ქალებო! ნარკომან ქმართან საწოლში ყოფილხართ?

კაცებო, ჰეროინით დაჯიჯგნილი ვენებით ცოლთან საწოლში ყოფილხართ?

ცოლებო! ღემე საშინელ ბრახუნზე გაგიღვიძიათ? მან ხომ ისევ გაიკეთა და დავარდა!!

ქმრებო, რამდენჯერ დაგიყაჩაღებიათ საკუთარი ოჯახი წამლის ფულისთვის!!!!!!

შვილის უბედურების ყურებით მკვდარი მამა გინახავთ?..

მამის დასაფლავებაზე ვენებში გაჩხერილი შვილის სახე გინახავთ???

თქვენ წამალი და სიკვდილი გინახავთ????

მე მინახავს…

ჰოდა, მორჩით, რა!

კიდევ შიმშილის გამო ქუჩაში გამოსული ხალხიც არ მინახავს საქართველოში და წამლისთვის ათასობით კაცის თავშეყრა და და აღშფოთებაც ვნახე…

ბევრი რამე მინახავს!

შავოსანი დედები გინახავთ?

წამლის ქვეშ „გაპარული“ „კარგი ტიპები“ შავოსანი და სახედახოკილი დედები???

რა გეწამლებათ ხალხო??

ორ მილიონამდე ემიგრანტია, მილიონ ნახევრამდე დაბოლილი გინდათ და ამ გაჭირვების მაყურებელი მოხუცები?

სხვა ყველაფერი წესრიგშია?

სხვა ყველა კანონმდებლობა მოგვარებულია? მაინც და მაინც ნარკოტიკების ლეგალიზაციაზე კანონით ვიწყებთ???

ერთხელ მაინც აკანკალებულხართ იატაკზე გაშხლართული მამის, ქმრის, ძმის, შვილის მნახველნი???

პატრონი მართლა საერთოდ აღარ ჰყოლია მაგ ქვეყანას!

რა გინდათ? პირდაპირ თქვით, რა გინდათ….

აი, ამ ფოტოზე რომაა, ასეთი კოვზები გინახავთ?????“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები