2017 წლის II კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 631,3 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 5,0%-ით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40,1% ქალია, ხოლო 59,9% – კაცი.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 36,5% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22,5% – საშუალო, ხოლო დარჩენილი 41,0% – მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 598,1 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით – 6,0%-ით მეტი). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე – 1996,6 მლნ. ლარია (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 19,7 %-ით მეტი).
საქსტატის ცნობითვე, 2017 წლის II კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 1106,9 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 128.8 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა – 816,3 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 88,8 ლარით).
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია – მსხვილი ბიზნესი – 1196.0 ლარი, საშუალო ბიზნესი – 1304.8 ლარი, მცირე ბიზნესი – 892.2 ლარი.