LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალები, რომლებმაც ქმრებს კარიერა შეუქმნეს

975
Capture

ყველა წარმატებული მამაკაცის უკან ძლიერი ქალი დგას. სად იქნებოდა ბილ კლინტონი რომ არა მისი ცოლი ჰილარი? ჰილარის გარეშე იგი აშშ-ს პრეზიდენტი კი არა, არკანზასის შტატის გუბერნატორიც კი ვერ გახდებოდა, არადა იგი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გუბერნატორი იყო. 70-იან წლებში ჰილარიმ კლინტონი ყველა გავლენიან ადამიანს გააცნო. გაუკეთა ძლიერი პიარ კამპანია, შემდეგ კი აიძულა კენჭი ეყარა პრეზიდენტის არჩევნებში. ჰილარი იურისტად მუშაობას აგრძელებდა და ბავშვთა უფლებებს იცავდა, თავად სულ ცოტა დააკლდა გამხდარიყო პრეზიდენტი. მათი მეგობრების თქმით, ისინი მხოლოდ ერთმანეთს ენდობიან.

 

ყველა ვერ ხდება შოუ ბიზნესის ისეთი სუპერვარსკვლავი, როგორიც დევიდ ბექჰემია. ცნობილი ფერბურთელის ასეთი პოპულარობა ცოლის ვიქტორია ბექჰემის დამსახურებაა. სწორედ მან გადაიყვანა დევიდი საცხოვრებლად მოსაწყენი ინგლისიდან ამერიკაში, სადაც ფეხბურთი მესამეხარისხოვანი თამაშია. ბექჰემი ჰოლივუდის ბომონდთან მეგობრობს და სარეკლამო კონტრაქტებიდან მილიონებს შოულობს.

 

მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანს ამანსიო ორტეგას არ ჰქონდა სათანადო განათლება და წლების განმავლობაში სამკერვალო ფაბრიკაში კურიერად მუშაობდა, საიდანაც უარყოფითი მოტივით გაანთავისუფლეს. სამსახურის დაკარგვამ ესპანელი დეპრესიაში ჩააგდო, რომლისგანაც მომავალი მილიონერი ცოლმა როსალიამ იხსნა. არც როსალიას ჰქონდა სათანადო განათლება. მან ქმარს შესთავაზა, ტანსაცმლის კერვაზე კერძო შეკვეთები მიეღოთ. მეუღლეებმა ატელიე სახლში გახსნეს. მსხვილი კლიენტები უარს ამბობდნენ შესრულებული შეკვეთის ყიდვაზე. როსალიამ ამ ვითარებიდანაც ნახა გამოსავალი და ქმარს შესთავაზა შექმნილი ნაწარმი ინდივიდუალურად გაეყიდათ. ასე გახსნეს მაღაზია Zorba. ისინი ახლა ტექსტილის ჰოლდინგის მფლობელები არიან. მათი ჰოლდინგი ფლობს ისეთ ბრენდებს როგორიცაა: Zara, Massimo Dutti, Bershka, Oysho, Pull & Bear, Zara Home, Stradivarius.

 

ლეგენდარული ჰარდ-როკის ლეგენდა ოზი ოსბორი მისი მეუღლის შერის საუკეთესო პროექტია. იგი მისი პროდიუსერი და დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი მსხვილი მუსიკალური მენეჯერია. ოზი მის კარიერას სწორედ შერის უნდა უმადლოდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები