რეპროდუქტოლოგები თანხმდებიან, რომ ინ ვიტრო განაყოფიერება ნებისმიერ ასაკში ეფექტური არ არის. ექიმის განცხადებით, ამ პროცედურას განსაკუთრებით კარგი შედეგი აქვს 35 წლამდე ასაკში. გვიან ვადაზე კი დაორსულებისა და ორსულობის მართვის პროცესი ორმაგად რთული და სარისკო ხდება. ამის მიუხედავად ბევრმა ქალბატონმა გვიანი ორსულობისა და მშობიარობის ეფექტი საკუთარ თავზე გამოსცადა. ჩვენ შევარჩიეთ 10 ქალბატონი, რომლებიც მშობლები 50, 60 და 70 წლის ასაკშიც გახდნენ.
პატრისია რეშბრუკი, 62 წლის ასაკში მას ვაჟი შეეძინა
ბავშვთა ფსიქიატრი პატრისია რეშბრუკი და მისი მეუღლე შვილზე დიდი ხნის მანძილზე ოცნებობდნენ, ყველა ბრიტანულმა კლინიკამ წყვილს ინ ვიტრო განაყოფიერებაზე უარი უთხრა, რადგან კანონმდებლობით 45 წელს ზევით ქალბატონებს ამ პროცედურას აღარ უტარებდნენ. წყვილმა დახმარებისთვის იტალიელ სპეციალიტს, სევერინო ანტორინის მიმართა, რომელიც თავისი სკანდალური ექპერიმენტებითაა ცნობილი და შედეგმაც არ დააყოვნა. ბრიტანეთში პატრისია რეშბრუკი ორსული დაბრუნდა. მან ვაჟი 62 წლის ასაკში გააჩინა.
გალინა შუბენინა, 60 წლის ასაკში მას გოგონა შეეძინა
თავად ქალბატონი ამბობს, რომ დაორსულება მის გეგმებში არ შედიოდა, თუმცა მოულოდნელად 2014 წელს გაიგო, რომ ორსულად იყო. ამ დროისთვის გალინა შუბენინა უკვე პენსიაზე იყო გასული. 2015 წელს გალინას გოგონა შეეძინა, რომელსაც კლეოპატრა დაარქვეს.
ანეგრეტ რაუნიგკი, 65 წლის ასაკში მას 4 ტყუპი შეეძინა
ქალბატონმა ინ ვიტრო განაყოფიერება 65 წლის ასაკში დაგეგმა და მალევე ცნობილი გახდა, რომ ის 4 ტყუპს ელოდებოდა. ორსულობა არც ისე მარტივი აღმოჩნდა და რაუნიგკს საკეისრო კვეთა 6 თვის ვადაზე ჩაუტარდა. პატარები მცირე წონით დაიბადნენ და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩვილთა კრიტიკული განყოფილების ცენტრში, ექიმების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდნენ. ამჯერად 3 ვაჟი და 1 გოგონა თავს ფანტასტიკურად გრძნობენ.
ლინა ალვარესი, გოგონა მას 62 წლის ასაკში შეეძინა
ლინა ალვარესი ყოველთვის ოცნებობდა გოგონაზე და 2016 წელს მისი ოცნება ახდა. ინ ვიტრო განაყოფიერების წყალობით ის გოგონას დედა გახდა.
დები ჰიუზი, 53 წლის ასაკში მას ვაჟი შეეძინა
ბრიტანელი დები ჰიუზი ნამდვილად არ გეგმავდა ორსულობას, რადგან მას უკვე სამი შვილი ჰყავდა. მეტიც, ის ჩასახვის საწინააღმდეგო აბებსაც იღებდა, თუმცა, მოულოდნელად გაიგო, რომ ორსულად იყო. 2011 წელს ის ვაჟის დედა გახდა და როგორც ამბობს, ორსულობამ ფანტასტიკურად ჩაიარა.
რაისა ახმადეევა, 56 წლის ასაკში მას ვაჟი შეეძინა
რაისა ახმადეევა დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდა უშვილობის დიაგნოზს და უკვე დაორსულების იმედიც დაკარგული ჰქონდა, თუმცა 2008 წელს სასწაული მოხდა. ქალბატონი დაორსულდა და ჯანმრთელი ვაჟიც შეეძინა.
დოუნ ბრუკი, 59 წლის ასაკში მას ვაჟი შეეძინა
90-იან წლებში ბრიტანელი დოუნ ბრუკი მეორედ დაქორწინდა და ორსულობას არ გეგმავდა. როცა ქალბატონი ორსულობისთვის დამახასიათებელმა სიმპტომებმა შეაწუხა, მან იფიქრა, რომ ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა. ექიმთან ვიზიტზე კი გარკვა, რომ ბრუკი ორსულად იყო. 1997 წელს მას ვაჟი შეეძინა, რომელსაც გარი დაარქვეს.
არსელია გარსია, 54 წლის ასაკში 3 ტყუპი შეეძინა
ამერიკელი არსელია გარსია 50 წლის შემდეგ დაორსულებას არ ფიქრობდა. მას უკვე ჰყავდა 8 შვილი, როცა გაიგო, რომ კვლავ ორსულად იყო და თან ერთდროულად 3 ტყუპს ელოდებოდა. 2000 წელს მას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა და ქალბატონი 3 გოგონას დედა გახდა.
ელიზაბეტ ადენი, 66 წლის ასაკში მას ვაჟი შეეძინა
ბრიტანელი ელიზაბეტ ადენი მთელი ცხოვრება კარიერით იყო დაკავებული. როცა ელიზაბეტმა გადაწყვიტა დედა გამხდარიყო, 65 წლის გახლდათ და თითქმის ყველა კლინიკამ მას ინ ვიტრო პროცედურის ჩატარებაზე უარი უთხრა. მოგვიანებით ქალბატონი უკრაინაში გაემგზავრა და ხელოვნური განაყოფიერების პირველივე ცდამ შედეგი გამოიღო. 2009 წელს ადენი დედა გახდა.
დალჯინდერ კაური, ვაჟი მას 72 წლის ასაკში შეეძინა
ინდოელ ქალაბტონს 46 წლის მანძილზე შვილი არ უჩნდებოდა. რეპროდუქციულ ცენტრს მან გვიან მიმართა და შედეგმაც არ დააყოვნა. 2006 წლის აპრილში ის დედა გახდა, იმ დროისთვის კაური 72 წლის იყო.