Sport: პსჟ შეეგუა ნეიმარის დაკარგვას და „ბარსელონასთან“ მოლაპარაკებების სტრატეგიაზე ფიქრობს.
Reuters: ბელარუსის ჩემპიონატმა ტელეტრანსლაციის უფლებები 10 ქვეყანას მიყიდა. შეგახსენებთ, ბელარუსებს ჩემპიონატი არ შეუჩერებიათ.
La Gazzetta dello Sport: რალფ რანგნიკი 75 მლნ ევროს მიიღებს ტრანსფერებზე თუ „მილანს“ სათავეში ჩაუდგება.
„მილანმა“ შესაძლოა იკარდი გაიფორმოს, რადგან „ინტერს“ არ სურს ის „იუვენტუსს“ მიყიდოს.
„მილანი“ მილიკს ზლატანის საუკეთესო შემცვლელად მიიჩნევს. „ნაპოლის“ 40 მლნ ევრო უნდა პოლონელი ფორვარდის სანაცვლოდ.
The Athletic: პრემიერლიგის ტოპ-კლუბების ფეხბურთელებმა უარი თქვეს ხელფასის შემცირებაზე.
„ლივერპულის“ უბრალო ქომაგებმა გააკრიტიკეს თანამშრომლების შვებულებაში გაშვება.
„მანჩესტერი“ სავარაუდოდ არ მიიღებს სამუშაო ადგილების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას და გააგრძელებს 900 თანამშრომლისთვის ხელფასის გადახდას (Daily Mail).
Express: „მანჩესტერი“ ჰარი კეინისთვის ბრძოლას გამოეთიშა, მთავარი პრეტენდენტები არიან „სიტი“ და „რეალი“.
The Sun: კაილ უოკერი მეძავებთან ერთობოდა, შემდეგ კი ფანებს მოუწოდა კარანტინი დაეცვათ. მოგვიანებით ფეხბურთელმა აღვირახსნილი საქციელის გამო ბოდიში მოიხადა. „სიტიმ“ ფეხბურთელი საჯაროდ გააკრიტიკა. ერთი 21 წლის ლუიზა მაკნამარა იყო, მეორე 24 წლის ბრაზილიელი. სამ საათში უოკერმა 2200 ფუნტი გადაიხადა.
ბუნდესლიგის 4 კლუბი შესაძლოა ჩემპიონატის პაუზის გამო გაბანკროტდეს.
კავანის სურს „ატლეტიკოში“ გადასვლა. კონტრაქტი და ხელფასი ჯერ არ შეთანხმებულა.
ჩავი: „მესი ისტორიაში საუკეთესოა. კრიშტიანო, რონალდინიო და რონალდო – საუკეთესოთა შორის არიან“.