ტრადიციულად ქალები მამაკაცებზე ცუდ მძღოლებად ითვლებიან და ამ სტერეოტიპს თითქოს არაერთი მაგალითიც ადასტურებდა. თუმცა, ახალმა კვლევამ, რომელსაც “ინდეფენდენტი” აქვეყნებს, ყველაფერი თავდაყირა დააყენა და დაამტკიცა, რომ მანდილოსნები საჭეს არაჩვეულებრივად ფლობენ.
კვლევის ფარგლებში სპეციალისტებმა დაზღვევა, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა და ზოგადად გზაზე კანონის დარღვევის სტატისტიკა შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ ქალები კაცებს ყველა პუქტში ჯობნიან.
კვლევამ აჩვენა, რომ როგორც წესი, ქალები ავტომობილის მართვის სწავლას უფრო დიდ დროს ანდომებენ, თუმცა ამას ბევრად უფრო ხარისხიანად აკეთებენ და როგორც წესი, ავარიულ სიტუაციებს უფრო ნაკლებად ქმნიან. შესაბამისად, ავტომობილის დაზღვევის გამოყენებაც უფრო ნაკლებად უწევთ.