LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალები კაცებზე უკეთესი მძღოლები არიან

driver

ბრიტანელმა მეცნიერებმა ჩაატარეს საინტერესო კვლევა და წლების წინ ჩამომაყალიბებული სტერეოტიპები უარყვეს. აღმოჩნდა, რომ სტატისტიკურად მანდილოსნები ბევრად უფრო იშვიათად ხვდებიან ავარიებში, რაც იმაზე მიუთითებს რომ მათი მართვის ტექნიკა უფრო უსაფრთხოა.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, გასულ წელს საგზაო წესების დარღვევის გამო სასამართლოში მოხვედრილი მძღოლების 80% კაცები იყვნენ. ასევე, სადაზღვეო კომპანიებს პრობლემის მოგვარების მიზნითაც უფრო ხშირად კაცები მიმართავენ და სადაზღვეო ხარჯები მათ უფრო მეტი აქვთ.

 

კვლევის მიხედვით ისიც დადგინდა, რომ მამაკაცები წესებს 10%-ით უფრო ხშირად არღვევენ და როგორც წესი, ამას სრულიად გააზრებულად აკეთებენ ხოლმე. რაც შეეხება ცუდ ჩვევებს საჭესთან, მაგალითად – მოწევას, ჭამას თუ გზის არ დათმობას –  ლიდერები ამაშიც მამაკაცები არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები