LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალები გაცილებით ნაკლებს ხარჯავენ ავტოსერვისში, ვიდრე მამაკაცები

110

ბრიტანული  სადაზღვეო კომპანიის Sheilas’ Wheels დამკვირვებლები ავრცელებენ სამოყვარულო კვლევას, რომელიც ამტკიცებს, რომ ქალები საშუალოდ 13%-ით ნაკლებს იხდიან ავტოსერვისში, ვიდრე მამაკაცები. აღნიშნული ფაქტი ეჭვქვეშ აყენებს ავტოხელოსნების მიერ, ქალების მარტივად მოტყუების სტერეოტიპს.

ექსპერიმენტისთვის სადაზღვეო კომპანიის წარმომადგენლებმა აიღეს 2011 წლის Ford Fiesta, რომელსაც ესაჭიროებოდა შეკეთება და აჩვენეს 100-მდე არაოფიციალურ ავტოსერვისს. საშუალო ღირებულება რემონტის მამაკაცებისთვის შეადგენდა 106 ფუნტს, ხოლო ქალებისთვის ეს ფასი 100 ფუნტსაც არ გადასცდენია და შეადგენდა 94 ფუნტს, ანუ 13%-ით ნაკლებს.

სახალისოა ისიც, რომ სხვაობა ფასებს შორის უფრო იზრდებოდა, რაც უფრო იმატებდა ქალებისა და კაცების ასაკობრივი მაჩვენებლი. საშუალო ფასი მხოლოდ გენერატორის შეცვლისას 60 წლის მამაკაცებისთვის შეადგენდა 258 ფუნტს, ხოლო ქალების შემთხვევაში კი ანალოგიური მომსახურება 196 ფუნტი ჯდებოდა. განსხვავება ფაქტიურად 32%-ით მეტი იყო. სამუხრუჭე სისტემის შეკეთება კი 17%-ით ძვირი ღირდა მამაკაცების შემთხვევაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები