ახალ ზელანდიელმა ქალბატონმა ქმართან გაყრის შემდეგ მთელი ცხოვრება ფიტნესს მიუძღვნა. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, ბელინდა ბენი მთელ დროს ოჯახსა და სამსახურს უთმობდა, ამის გამო 37 წლის ქალბატონი არაჯანსაღად იკვებებოდა და ზედმეტი წონაც დააგროვა. გარდა ამისა, ბელინდას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც დაეწყო. ხოლო მეუღლესთან განშორებისას მიხვდა, რომ ცხოვრებაში ბევრი რამ უნდა შეეცვალა.
მას შემდეგ უკვე 15 წელი გავიდა, ბენიმ უარი თქვა ალკოჰოლზე, სწორად იკვებება და ინტენსიური ვარჯიშის დამსახურებით არაჩვეულებრივ ფორმაშია. ამჟამად 52 წლის ქალბატონი საკმაოდ მოთხოვნადი ფიტნეს-მოდელია.