LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალბატონებს მიერ შერჩეული 10 ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი

398

ამერიკელი ავტოდილერები დაინტერესდნენ, თუ რომელი ავტომობილი სარგებლობს პოპულარობით ქალ მძღოლებს შორის. გამოკითხვაში 50 ათასზე მეტმა ქალბატონმა მიიღო მონაწილეობა. მათ მიერ შერჩეული ავტომობილების სია ასე გამოიყურება:

 

 

Jeep Compass

სიის მეათე ადგილზე, Jeep Comass მოხვდა. ამერიკული კომპანიის მიერ წარმოებული კროსოვერი ძალიან რბილი და კომფორტული სამართავია. ოთხცილინდრიანი ძრავის მქონე ავტომობილი, მანდილოსნებისთვის საკმაოდ მომნუსხველად გამოიყურება, როგორც ამბობენ, ის პატარა ბავშვივითაა.

 

 

Nissan Juke

ამ ავტომობილმა ძალიან ბევრ კრიტიკას გაუძლო და დაამტკიცა, რომ ნამდვილად იმსახურებს საავტომობილო ბაზარზე ადგილს. რატომაც არა? ქალბატონების უმეტესობას ძალიან მოსწონს 1.6ლიტრიანი 4 ცილინდრიანი „ნარნარა“ ავტომობილი. სწორედ მათი მეშვეობით მოხვდა „ხოჭო“ ათეულში.

 

9

 

Toyota RAV4

კომპანიის მიერ წარმოებული პირველი SUV ტიპის ავტომობილი, 1996 წლის შემდეგ, სუსტი სქესის წარმომადგენლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ავტომობილის ხარისხი და ფასი იდეალურად არის შეხამებული, რაც მის პოპულარულობაზე ყველაზე მეტ გავლენას ახდენს.

 

8

 

Honda CR-V

ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იაპონური ავტომობილი „Honda CR-V“ ამ სიაშიც მოწინავე პოზიციას იკავებს. “RAV4”-ის მსგავსად ავტომობილის პოპულარობას, მისი ფასი განაპირობებს, რომელიც 25ათას დოლარს არ აღემატება. ქალბატონებისთვის ეს მოდელი, თითქმის იდეალურ ვარიანტად მიიჩნევა.

 

7

 

Hyundai Tucson

ყველასთვის მოულოდნელად, ეს ავტომობილი ათეულის მეექვსე ადგილზე მოხვდა.  ოთხ ცილინდრიანი კროსოვერის ტიპის მომრგვალებული „ჯიპი“, როგორც ჩანს, ქალბატონებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. იგი ძალიან გავს Honda CR-V და Toyota RAV4-ს.

 

6

 

Toyota Matrix

ამ ავტომობილის საბაზრო ღირებულება 20 ათას დოლარს შეადგენს და წარმოდგენილია როგორც სედანის აგრეთვე ჰეჩბეკის სახით. ძალიან ეკონომიური და კომფორტული მოდელია. ქალბატონებისთვის კი მიმზიდველი უფრო ვიზუალური მხრიდან გახდა. ათეულში მეხუთე ადგილი, არც ისე ურიგოა.

 

5

 

Volkswagen Beetle

ეს პატარა „ჭიამაია“ საქართველოშიც საკმაოდ პოპულარული ავტომობილია. თუმცა, მეოთხე ადგილი საკმაოდ მოულოდნელია. მფლობელების 54.6% რა თქმა უნდა მანდილოსანია, ფასიც საკმაოდ რეალური… შესაბამისად დილერები მას უფრო მოწინავე პოზიციებზე ელოდნენ.

 

4

 

Volkswagen EOS

ათეულში მესამე ადგილზე ოდნავ უფრო მოზრდილი „ჭიამაია“ მოთავსდა. 2.0ლიტრიანი, 200 ცხენის ძალიანი კუპე, მანდილოსნებისთვის ძალიან სექსუალური და მიმზიდველია და როგორც ჩანს, ფასიც შესაბამისი.

 

3

 

Nissan Rogue

ეს ავტომობილი საქართველოში რამოდენიმე წლის წინ გამოჩნდა და უმალვე საკმაოდ წარმატებით გაიყიდა. როგორც ჩანს „ქურდბაცაცა“ მსოფლიოს მასშტაბითაც წარმატებული აღმოჩნდა. იგი ათეულში მეორე ადგილზე გვევლინება.

 

2

 

Volvo S40

საქართველოსთვის მოულოდნელად, ამ სიის სათავეში „Volvo S40“ მოხვდა. მან აჯობა ისეთ ცნობილ ავტომობილებს როგორიცაა „Mini Cooper“, „Fiat 500“  და სხვა. როგორც უცხოელი ქალბატონები ამბობენ, ამ ავტომობილს ვერც ერთი სხვა ვერ შეედრება უსაფრთხოებით, კომფორტითა და სირბილით. თუმცა, ჩვენს ქვეყანაში ამ ავტომობილს დიდად არ სწყალობენ. მაგრამ ფაქტია, რომ ათეულის გამარჯვებული, სწორედ „Volvo“ გახდა.

 

1

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები