LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალბატონები საჩუქრებს მამაკაცებზე უკეთ არჩევენ

42

ბრიტანელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კომპლექსური კვლევა და დაადგინეს, რომ მანდილოსნებს აქვთ უნიკალური უნარი, რომ ნებისმიერი შემთხვევისთვის საუკეთესო საჩუქარი შეარჩიონ.

როგორც ექსპერიმენტის ფარგლებში დადგინდა, ზედმეტად განვითარებული ინტუიცია მათ ყოველთვის საუკეთესო არჩევანის გაკეთებაში ეხმარებათ. ხოლო, როდესაც საქმე საყვარელ ადამიანს ეხება, ამ შემთხვევაში ქალბატონები კიდევ უფრო ზუსტები არიან და მეორე ნახევრის გაოცებას ყოველთვის ახერხებენ. თუმცა, როგორც ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, ამ დროს მათ თავად მამაკაცები ეხმარებიან. საქმე ისაა, რომ მამაკაცის სურვილებისა და მიზნების პროგნოზი ბევრად უფრო ადვილია და როგორც წესი, მათი ოცნებები რეალობის საზღვრებს არ სცდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები