LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალაქში სირბილის 8 ოქროს წესი

156

ყველას კარგად მოეხსენება, რომ სირბილი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა. თუმცა ყოველთვის როდის გვაქვს იმის ფუფუნება, რომ სპორტდარბაზებში ვიაროთ. ალტერნატიული ვარიანტი კი ქალაქის ქუჩებია…

თუ თქვენ გსურთ, რომ ქალაქის პირობებში თქვენმა სირბილმა სასურველ შედეგებამდე მიგიყვანოთ, გაითვალისწინეთ 8 ოქროს წესი.

 

მარშრუტი

გადაადგილების მარშრუტი ვარჯიშის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია და მისი წინასწარ განსაზღვრა აუცილებელია. შესაბამისად, მარშრუტის წინასწარ განსაზღვრის შემთხვევაში თქვენ გეცოდინებათ, რა სირთულეებს უნდა ელოდოთ და მზად იქნებით ნებისმიერი დაბრკოლების გადასალახავად, როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურადაც.

 

საშინაო გახურება

თუ გსურთ, რომ ვარჯიშმა ტრამვების გარეშე ჩაიაროს, აუცილებლად გაითვალისწინეთ ის, რომ უშუალოდ სახლიდან გასვლამდე, 5 წუთი გასახურებელ ვარჯიშებს დაუთმოთ. მსგავსი გახურება ხელს შეუწყობს, როგორც საბოლოო შედეგების მიღწევას, აგრეთვე შეამცირებს ტრამვების ალბათობას.

 

ირბინეთ მოძრაობის საწინააღმდეგოდ

თუ თქვენ მუდმივად მოძრაობის მიმართულებით დარბიხართ, დროა ეს წესი შეცვალოთ. გაითვალისწინეთ, რომ მაქსიმალური შედეგის მისაღწევად აუცილებელია სხვადასხვა სახის დაბრკოლებების გადალახვა… მოძრაობის საწინააღმდეგოდ სირბილი კი ერთ-ერთი საუკეთესოა ამ მხრივ, რადგან თქვენ გიწევთ აკონტროლოთ მანძილი თქვენსკენ მომავალი ადამიანებისა, რომლებსაც გვერდი უნდა აუაროთ… ეს კი ნიშნავს იმას, რომ თქვენ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე აუმჯობესებთ ვარჯიშის საბოლოო შედეგებს.

 

ასფალტის ტექნიკა

იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოვერიდოთ ტრამვებს, უნდა ვირბინოთ ასფალტის საფარზე. ნაბიჯების მინიმალური ამპლიტუდა და წელის გარშემო დაშვებული ხელები ტრამვების ალბათობას მინიმუმამდე ამცირებს.

 

ხარისხიანი ფეხსაცმელი

თუ თქვენ სირბილის დაწყებას აპირებთ, აუცილებლად სწორად შეარჩიეთ სავარჯიშო ატრიბუტი, კონკრეტულად კი ფეხსაცმელი. გაითვალისწინეთ, რომ ფეხსაცმელი აუცილებლად სპორტულ წინდებზე უნდა ჩაიცვათ.

 

ამრეკლი სამოსი

ქალაქში სირბილს, განსაკუთრებით გაზაფხულზე, სპეციალური ეკიპირება სჭირდება. შესაბამისად, შეარჩიეთ ისეთი სამოსი, რომელიც ფერებს ირეკლავს. ასეთი სამოსით დაიცავთ სხეულს მზის სხივების ზემოქმედებისგან.

 

გაფილტრული სუნთქვა

ძალიან მნიშვნელოვანია სწორი სუნთქვა. შესაბამისად სწორი, გაფილტრული და თანაბარი სუნთქვა თქვენს ვარჯიშს კიდევ უფრო ეფექტურს გახდის. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ვარჯიში ნელი ტემპით უნდა დაიწყოთ, ხოლო შემდგომ, ნელ-ნელა ტემპს მოუმატეთ…

 

ახლოს ბუნებასთან

არ აქვს მნიშვნელობა დარბიხართ ქალაქის ცარიელ თუ გადატვირთულ უბანში… მუდმივად ეცადეთ დაგეგმოთ მარშრუტი ისე, რომ ბუნებაშიც მოხვდეთ. გახსოვდეთ, რომ ხეების მიერ გამოყოფილი ჰაერი, თქვენს სუნთქვას საგრძნობლად გააუმჯობესებს, ხოლო სუნთქვა ვარჯიშის საბოლოო შედეგებს…

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები