LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალაქში შესაძლოა “სწრაფი ავტობუსები” გამოჩნდეს

66

როგორ ააჩქარებენ თბილისის ავტობუსებს

გენ. გეგმაზე მომუშავე ჯგუფის წევრები?

თბილისში ავტობუსებს შესაძლოა, „ჩქარის“ სტატუსი მიენიჭოს. ამის შესახებ „ფორტუნას“ გენ.გეგმაზე მომუშავე ჯგუფის დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ განუცხადა.

ავტობუსებისთვის „ჩქარის“ სტატუსს არსებული და ახალი BUS LANE –ების დანიშნულებისამებრ გამოყენება უზრუნველყოფს.

როგორც „ფორტუნასთან“ მამუკა სალუქვაძემ განმარტა, „ჩქარი ავტობუსი“ ნიშნავს, რომ კონკრეტულ ავტობუსებს, რომლებიც სპეციალურ ზოლში იმოძრავებენ, არაფერი შეაფერხებთ და შესაბამისად, დანიშნულების ადგილზე სწრაფად მივლენ.

„საუბარი არ არის ახალ ავტობუსებზე. საუბარია გზაზე სპეციალურ ზოლზე, იმისთვის რომ მასზე ტრანსპორტმა, ამ შემთხვევაში ავტობუსმა, შეუფერხებლად გაიაროს. ასეთი თბილისში უკვე გააკეთეს ე.წ. BUS LANE, თუმცა იქ მანქანები დააყენეს. რეალურად, ეს უნდა იყოს სპეციალური ხაზი, სადაც მხოლოდ ავტობუსები უნდა დადიოდეს“, – განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.

გენ.გეგმას შემუშავებული აქვს რეკომენდაციაც იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ მარშრუტებზე დაიხაზება ახალი და ფუნქციური BUS LANE–ები. ესენია: 1.  დიდი დიღომი-გელოვანის გამზირი-საბურთალო-ვაკე-თავისუფლება-ორთაჭალის ავტობაზრობა. 2.გლდანი – წერეთლის გამზირი- აღმაშენებლის გამზირი- რიყის ტერიტორია. 3. ავჭალის გზატკეცილი – რკინიგზის სადგური- ავლაბარი – აეროპორტის გზატკეცილი.

სექტემბერში კუს ტბის ასახვევიდან ვაკის პარკამდე, ვაკის პარკიდან გიორგი წერეთლის ქუჩის მიმართულებით და გორგასლის ქუჩაზე BUS LANE–ები დაიხაზა, თუმცა, ის დანიშნულებისამებრ არ გამოიყენება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები