დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, წლის ბოლომდე თბილისში ყვითელი მიკროავტობუსები მთლიანად ჩანაცვლება.
„ვპირდები დედაქალაქის მოსახლეობას, წლის ბოლომდე არცერთი ყვითელი მიკროავტობუსი არ იმოძრავებს დედაქალაქში. იქნება მხოლოდ განახლებული, ევროპული, ეკოლოგიურად სუფთა მიკროავტობუსები, რომლებიც მოემსახურება თბილისის მოსახლეობას“,- აცხადებს თბილისის მერი.
მისივე თქმით, თბილისის მერია დამატებით 180 ერთეული, 8 მეტრიანი ავტობუსის შემოყვანას გეგმავს. 2022 წელს კი, კიდევ 200 ერთეულ 18 მეტრიან ავტობუსს შეიძენს.