Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ქალაქში არსებული პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით ჩემი ხედვები მაქვს – ვატო შაქარიშვილი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალაქში არსებული პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით ჩემი ხედვები მაქვს – ვატო შაქარიშვილი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

54
ვატო შაქარიშვილი

თბილისის საკრებულოს წევრი, ვახტანგ შაქარაშვილი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ საკრებულოს წევრმა თავად განაცხადა და თქვა, რომ ქალაქში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, საკუთარი ხედვები გააჩნია.

“მე მას შემდეგ, რაც საბურთალოს მოსახლეობის მხარდაჭერით, “ქართული ოცნების” ქოლგის ქვეშ საკრებულოში შემოვედი, დაახლოებით წელიწადნახევარში დავტოვე უმრავლესობა, მას შემდეგ თვითმმართველობის პროცესებში მონაწილეობას ძალიან აქტიურად ვაგრძელებ, ასევე ზოგად პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას და აქტიურობას, მაქვს ჩემი მკაფიო კრიტიკული პოზიციები იმაზე, რაც ჩემთვის მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქალაქს და ზოგადად ქვეყანას არ წაადგება.

მაქვს ჩემი ხედვები ამ ქალაქში არსებული პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით. მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნებში ნამდვილად ვაპირებ მონაწილეობის მიღებას. თუ რა ფორმით იქნება ეს, ამას  საზოგადოებას შევატყობინებთ,“ – განუცხადა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს ვატო შაქარიშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები