Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
“ქალაქს სუსი მართავს” – საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის წარმომადგენლები – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქალაქს სუსი მართავს” – საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის წარმომადგენლები

69

საკრებულოს შენობის წინ, ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებმა, რომლებმაც სხდომათა დარბაზი ცოტა ხნის წინ დატოვეს, ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

„რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, დღეს ყველამ ერთად ნახა, რომ თვითმართველობის ნაცვლად, ქალაქს სუსი მართავს.

„ქალაქის პოლიტიკა მთლიანად აწყობილია იმაზე, თუ რას გადაწყვეტს სუსი და რა თქმა უნდა, ამ უწყების ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილი. დღეს, იმისთვის რომ ერთ ლარად ქონება ბიძინა ივანიშვილს გადასცემოდა. მთელი სახელმწიფო მანქანა იყო მობილიზებული, იმისთვის რომ დეპუტატები, პარლამენტის წევრები, აქტივისტები, არ შეეშვათ სხდომაზე. ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი ჰქონდა, დაატოვებინეს პროცესი.  კახი კალაძის დაპირებები, რომ პროცესი იქნება გამჭვირვალე მერიაში და ა.შ. . . ყველაფერი  გადახაზა “ქართულმა ოცნებამ”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელის მარიკა დათუკიშვილის განცხადებით, სხდომა უხეში კანონდარღვევით ჩატარდა. მან სპიკერებს განუცხადა, რომ მონურ მორჩილებაში არიან.

„ბიძინა ივანიშვილი ცას არ გამოეკიდება და აუცილებლად მოუხდებათ მათ პასუხისგება იმ დანაშაულებრივ გადაწყვეტილებაზე, რომელიც დღეს ასე ხელის გადაგრეხვით მიიღეს“, – განაცხადა მარიკა დათუკიშვილმა.

მისივე თქმით, ისინი საკრებულოს სხდომაზე მომხდარი კანონდარღვევებიდან გამომდინარე, აუცილებლად მიმართავენ სამართლებრივ გზებს.

„ამ დანაშაულებრივ გადაწყვეტილებაზე, თითოეულ მათგანს, რომლებიც მონურ მორჩილებაში არიან, პასუხისგება მოუწევთ“, – განაცხადა დათუკიშვილმა.

საკრებულომ ივანიშვილის კომპანიას თბილისის ცენტრში მიწის ნაკვეთები 1 ლარად გადასცა.